Research-Intellectual Club "Dialogue of Generations"
Be Active Always and Everywhere!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
ნეირო ლიდერობის პროგრამა (NLP)
"ნეირო ლიდერობის პროგრამა" (Neuro Leadership Program) არის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი პროგრამა, რომელიც ინსტიტუციონალურ ნაწილს წარმოადგენს ორგანიზაციის სტრუქტურაში. NLP ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განავითარონ თავიანთი ლიდერული უნარები და გახდნენ აქტიური მოქალაქეები.
პროგრამის მონაწილეები ორგანიზაციის პროგრამებში პრაქტიკული მუშაობის საფუძველზე სწავლობენ მართვას, აქტივობების დაგეგმვას და საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენისთვის საჭირო მეთოდების გაანალიზებას.
პროგრამის ხანგრძლივობა ცვალებადია.
პროგრამა ხორციელდება ორგანიზაციის რესურსებით მოხალისეობრივად.
პროგრამის მიზანია:
• ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და ლიდერობისთვის საჭირო 32 საბაზისო კომპეტენციის გამომუშავება;
• ახალი მიდგომების, ინოვაციური აზროვნებისა და ფინანსური განათლების მიღება;
ყოველ სეზონზე პროგრამ ახლდება. აქვს გეიმიფიცირებული ხასიათი და ხორციელდება როგორც თამაში-წიგნის მეთოდის გამოყენებით.
პროგრამა მოიცავს:
კომპლექსულ ცოდნას ლიდერობის შესახებ;
აკადემიურ სწავლებას ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას.
ვინაიდან ტერმინი „ნეირო“ გულისხმობს სიღრმისეულ მიდგომას და ამომწურავი ინფორმაციის ფლობას ორგანიზაცია პროგრამის მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნის გამყარებისთვის საკუთარ სივრცეს სრულად შესთავაზებს. ეს კი პროგრამაში ჩართულ პირებს საშუალებას მისცემს ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და წარმატებით განახორციელონ საქმიანობა. ასევე გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე;
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ +18 პირს.
• დროის, ემოციებისა და ჯგუფი ს მართვისთვის საჭირო უნარის დაუფლება;• აქტივობების დაგეგმვის ტექნიკის შესწავლა;• საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენისთვის საჭირო მეთოდების გაანალიზება;• კარიერული განვითარებისთვის გეგმის შემუშავება.