top of page

"არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“

“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”

tavsarTi.jpg

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი -„არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“- მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასა(სგშ) და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან(გზშ) დაკავშირებით, როგორც რეგიონულ (ადგილობრივ), ასევე, ეროვნულ დონეებზე.

მოგეხსენებათ 2018 წელს ძალაში შევიდა გარემოსდაცვითი  შეფასების კოდექსი ,რომელიც სრულად პასუხობს ასოცირების ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს- საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ესოდენ მნიშვნელოვანი პროცესების მართვის საკითხში გადაწყვეტილების მიღების დონეზე. მარეგულირებელი სამინისტრო, და ამ შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გზშ/სგშ საკითხებზე  მომუშავე ჯგუფი ვალდებულია გზშ/სგშ ნებართვის გაცემამდე უზრუნველყოს საჯარო განხილვა სამიზნე რეგიონში ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტის განხორცილების მიზნით, რომელიც მოითხოვს გზშ/სგშ პროცედურას კონკრეტული საქმიანობის დაწყებისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კოდექსის შემუშავებამდე,   გარემოზე ზემოქმედების შეფასების რეგულაცია წარმოდგენილი იყო მხოლოდ რამდენიმე  ნორმატიული აქტის სახით ,მას იცნობდა ვიწრო საზოგადოება და ფიზიკურად შეუძლებელი იყო  შესაბამისი სპეციალისტთა  ჩარევის გარეშე (მით უმეტეს ახალი კოდექსის შემუშავების შემდეგ ,რომელსაც დაემატა სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურები ამა თუ იმ საქმიანობის დაწყებისთვის ნებართვის გაცემის მიზნით) საზოგადოებას სცოდნოდა თუ რასთან ჰქონდა საქმე. ამ შემთხვევაში გვინდა აღვნიშნოთ ,რომ მითითებული პროექტის მთავარი ამოსავალი წერტილი არის პროექტზე სამუშაო ჯგუფის     როგორც მედიატორის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოების შორის გზშ/სგშ საკითხებთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის მართვით.  შესაბამისად  ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ  დაინტერესებულ პირებს აქვთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი  ,მით უმეტეს როცა საქმე ეხება მეტად სპეციფიკურ და რთულ დარგს როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასება. პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა საზოგადოების აქტიური მონაწილეობა სამინისტროს  მიერ დაგეგმილ საჯარო განხილვებში ისევე როგორც დაინტერესება მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების მიმართ ,ვინაიდან მათ მიეცეთ საშუალება პრაქტიკაში განხორციელების დონეზე გაცნობოდნენ  თვითონ დარგს-გარემოზე ზემოქმედების შეფასებას-და შესაბამისად მიეცათ საშუალება ობიექტური ოპონირება გაუწიონ როგორც სახელმწოფოს ასევე ბიზნესს სექტორს გზშ/სგშ პროცედურების დაცვით ნებართვის გაცემის პროცესში.

პროექტის ხანგრძლივობა; 30 თვე 01.02.2018 - 31.07.2020 

 

პროექტს ახორციელებენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო (პროექტის წამყვანი ორგანიზაცია);

 

„სითი ინსტიტუტი საქართველო“; 

 

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“

 „საზოგადოებრივი დამცველი“.

qqqqq.jpg
sait.png

პროექტის ოფიციალური საიტი

bottom of page