RICDOG Corp Structure | RICDOG
top of page

RICDOG სტრუქტურა

(ორგანიზაციის 2014-2020 წლების სტრუქტურა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამაშის ზოგადი აღწერა

 

RICDOG სტრუქტურა წარმოადგენს ორგანიზაციის კორპორაციულ თამაშს. აღნიშნული თამაშის მიზანია მოახდინოს ორგანიზაციის წევრთა პიროვნული განვითარება, უზრუნველყოს მათი ჩართულობა ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თვითშეფასების კომპეტენციის გამომუშავებაში დაეხმაროს.

სტრუქტურა ხელს უწყობს ორგანიზაციის წევრს 32 კომპეტენციის გამომუშავებაში. მისი ხანგრძლივობა 1 წლიდან 6 წლამდე მერყეობს. საბოლოო სტრუქტურის გავლის შემდეგ ორგანიზაციის წევრი ფლობს ისეთ უნარებს როგორიც არის: კომუნიკაბელურობა, ლიდერობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და სხვა. ყალიბდება როგორც პროფესიული კადრი და კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზარზე.

 

სტრუქტურა წარმოადგენს საფეხურეობრივ სისტემას. მოხალისეობა აჩვევს ადამიანს სოციალური კაპიტალის დაგროვებას და გაცემას. წევრობის 3 საფეხური მზარდი სირთულით ანვითარებს ადამიანში კონკრეტულ კომპეტენციებს, აჩვევს მუშაობას, შესრულების ხარისხს და გამომუშავებას (კრიპტოვალუტის მეშვეობით), გამგეობის ხაზი - ყოველდღიურ რეჟიმში აჩვენებს გამგეობის წევრების მიმდინარე საქმიანობას, ხოლო ფრილანსერების კუთხე თუ რა სოციალურ კაპიტალს ფლობს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, თამაშში ინტეგრირებულია თვითშეფასების ქულობრივი სისტემა, რომელიც რიკების (კრიპტოვალუტის) სისტემას არის მიბმული. წევრის მიერ გამომუშავებული რიკები გარდაიქმნება ქულებად, რომლის მიხედვითაც წევრს შეუძლია შეაფასოს თავისი მოღვაწეობა ყოველ 3 თვეში.

სტრუქტურა პიროვნულ განვითარების მიდგომას ეფუძნება, თუმცა ამავდროულად ის პერმანენტულ ქოუჩინგს მოითხოვს, რომელთა ფუნქციას გამგეობის წევრები ასრულებენ. გამგეობის წევრები არიან წევრების სუპერვაიზერები და ეხმარებიან მათ კომპეტენციების შეძენაში და ეს პროცესი არის უწყვეტი. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება აღნიშნული პროცესი როგორც თანასწორგანმანათლებელთა სისტემადაც წარმოვიდგინოთ.

 

გამგეობის ხაზი არის განსხვავებული. გამგეობის წევრებმა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა დააფიქსირონ თუ რა კონკრეტულ (პრიორიტეტულ) აქტივობაზე მუშაობენ ისინი, რაც ხილული უნდა იყოს ორგანიზაციის წევრთათვის. გამგეობის წევრს უფლება აქვს ქაოტურად იმოძრაოს ხაზზე და რამდენიმეჯერ დადგეს ერთიდაიგივე საფეხურზე. გამგეობის წევრი ვალდებულია ყოველი წლის განმავლობაში ანგარიში წარადგინოს რომელი საფეხურები დაფარა მან სტრუქტურაზე და რა გააუმჯობესა წინა შემთხვევასთან შედარებით. გამგეობის წევრი ვალდებულია 3 წლის განმავლობაში ყველა საფეხური დაფაროს.

 

ასევე, სტრუქტურა განსაზღვრავს წევრების რანგებს და თანამდებობეს.

 

ორგანიზაცია თანამშრომლების 7 რანგს  განსაზღვრავს:

 

1 რანგი - დამფუძნებლები, საპატიო გენერალური მდივანი

2 რანგი - გენერალური მდივანი, მოადგილე

3 რანგი - გამგეობის წევრები, ფრილანსერები

4 რანგი - PHD სტრუქტურის საფეხური

5 რანგი - მაგისტრის სტრუქტურის საფეხური

6 რანგი - ბაკალავრის სტრუქტურის საფეხური

7 რანგი - მოხალისეები

 

ასევე მოიცავს კარიერულ 7 თანამდებობას (კონსულტანტი, ასისტენტი, კოორდინატორი, მიმართულების კოორდინატორი, გამგეობის წევრი, გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალური მდივანი), რომლებიც ორგანიზაციის წევრს ყოველი 3 თვის თავზე შეფასების სისტემის (ქულების)  მეშვეობით ენიჭება, გარდა გამგეობის წევრებისა (რომელთა შემადგენლობას ირჩევს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება), გენერალური მდივნის მოადგილე (რომელსაც ნიშნავს გენერალური მდივანი) და გენერალური მდივანი (რომელსაც გამგეობის წევრებს შორის ირჩევს გამგეობა). გამგეობის შეფასება განსხვავებული სისტემით ხდება. მათ ორგანიზაციის წევრები ანონიმური შეფასების აპლიკაციით ყოველი 6 თვეში აფასებენ. წევრებს უფლება აქვთ შეუჩერონ გამგეობის წევრს გამგეობის წევრობა არასათანადო მუშაობის შემთხვევაში, რაც წესდებით არის განსაზღვრული. გამგეობის წევრები არ აგროვებენ რიკებს.

 

რანგები განსაზღვრავენ ორგანიზაციის წევრებს შორის სუბორდინაციას, ხოლო თანამდებობები მათ სამუშაო დატვირთვას და სირთულეს.

 

 

სტრუქტურის წესები:

 

RICDOG სტრუქტურა განკუთვნილია ორგანიზაციის მოხალისეებისთვის, წევრებისთვის, დამფუძნებლებისთვის და  Freelancer-ებისთვის.

სტრუქტურაზე მოცემულია თითოეული პიროვნების კარიერული ზრდის საფეხურები. აღნიშნული საფეხურების გავლა სავალდებულოა RICDOG-ის ყველა წევრისა თუ მოხალისესათვის.

 

სტურქტურაზე სულ 6 საფეხურია მოცემული:

პირველი:        RICDOG Volunteers - მწვანე ფერი. სულ 3 უჯრა.

მეორე:             RICDOG Bachelor - ყვითელი ფერი. სულ 12 უჯრა.

მესამე:             RICDOG Master - ლურჯი ფერი. სულ 12 უჯრა.

მეოთხე:          RICDOG PH.D - წითელი ფერი. სულ 36 უჯრა.

მეხუთე:           RICDOG Board - მწვანე ფერი. სულ 36 უჯრა.

მეექვსე:          Freelancer

სტრუქტურის ცენტრში არის სახლი, რომელიც განკუთვნილია დამფუძნებლებისთვის.

 

წესები:

  1. თითოეულ უჯრაზე დატანილია ნიშანი (ნახატი), რომელსაც აქვს კონკრეტული აღწერა. აღწერის ნახვა შეგიძლიათ იმავე ფიგურის მქონე ბარათზე, რომელიც  სტრუქტურის გვერდით არის განთავსებული.

  2. თითოეული წევრი ხელმძღვანელობს აღნიშნული ბარათებით და მასზე დატანილი აღწერებით.

  3. თითოეული წევრი ვალდებულია გაიაროს ყველა ნიშანი და შესაბამისად შეასრულოს სტრუქტურაზე დატანილი ნიშნის აღწერილობა.

  4. სტრუქტურაზე შეგიძლიათ ნახოთ უჯრა სახელწოდებით „BINGO”, რომელზედაც შედარებით განსხვევბული და უფრო რთული დავალება არის დატანილი. აღნიშნული დავალების შესრულების შემთხვევაში წევრს აქვს უფლება გამოტოვოს 6 საფეხური და ავტომატურად გადავიდეს შემდეგ უჯრაში მყოფი ნიშანის შესრულებაზე.

  5. თითოეული საფეხურის გავლით ყველა წევრს აქვს შანსი მოხვდეს გამგეობის ჯგუფში.

  6. BINGO - ს დავალების შესრულების შემთხვევაში წევრი ავტომატურად ტოვებს 6 საფეხურს. იმ თემთხვევაში თუ საფეხურზე არის რამდენიმე ბინგო წევრს უფლება აქვს შეასრულოს მხოლოდ 2, დანარჩენი BINGO-ს საფეხურების შესრულება წინასწარ უნდა შეთანხმდეს გამგეობასთან.

  7. RICDOG Volunteers, RICDOG Bachelor, RICDOG Master - საფეხურებზე თითოეული წევრი ვალდებულია თანმიმდევრულად შეასრულოს ნიშნის აღწერილობა. შემდეგ საფეხურებზე კი არსებობს ლავირების საშუალება. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ წევრს პირველი „BINGO“-ს უჯრამდე შეუძლია ქაოსურად შეასრულოს ნიშნის აღწერილობები.

  8. თუ შემდეგი უჯრის ნიშნის აღწერილობას ვერ/არ ასრულებთ თქვენ რჩებით იმავე საფეხურზე მანამ სანამ არ შეასრულებთ შემდეგი უჯრის ნიშნის დავალებას.

  9. წევრი ვალდებულია ორგანიზაციის დამფუძნებლებთან და გამგეობის წევრებთან ერთად აკონტროლოს მის მიერ განვლილი თუ გასავლელი საფეხურები, უჯრები, ნიშნები, აღწერილობები.

  10. წევრი თავად ეძებს თავის თავს ორგანიზაციის სტრუქტურულ დაფაზე და შესრულებული ნიშნებიდან გამომდინარე მისივე გადაწყვეტილების მიხედვით ანთავსებს საკუთარ ფოტოს შესაბამის უჯრაზე.

  11. უჯრებზე განთავსებული ფოტოების გადაადგილების უფლებას არ იყენებს ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები, არ ერევიან წევრის მიერ სუბიექტურად თუ ობიექტურად მიღებულ გადაწყვეტილებაში და ფოტოებს არ უცვლიან ადგილს სტრუქტურის დაფაზე.

  12. წლის განმავლობაში ოთხჯერ RICDOG წევრთა შეხვედრაზე მოხდება  შეჯამება, რაც გულისხმობს განვლილ საფეხურებზე საუბარს, წევრების მხრიდან უკუკავშირის მოსმენას, საფეხურების გავლის ხარისხზე საუბარს. შეჯამება წევრს დაეხმარება გადააფასოს ნიშნების მიხედვით შესრულებული აღწერილობების ხარისხი და მომდევნო სამუშაო წლის დაწყებისთვის  გადაახარისხოს ან/და შეუცვალოს ადგილი სტრუქტურის უჯრაში განთავსებულ ფოტოს.

  13. სტრუქტურის ყოველი საფეხურის გადასვლის შემდეგ წევრი მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას რიკში (დავალების სირთულის მიხედვით).

  14. წევრის მიერ სამ თვეში დაგროვებული რიკები (მხოლოდ სტრუქტურიდან) გადავა ქულებში და ამის საფუძველზე მიიღებს ის ორგანიზაციაში სტატუსს (კოორდინატორი, ასისტენტი, კონსულტანტი ან მიმართულების კოორდინატორი).

  15.  სტრუქტურის თითოეულ საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრი, PH.D) წევრს შეეძლება გამოტოვოს გარკვეული რაოდენობის უჯრა (დავალება), ბაკალავრის საფეხურზე - 1 უჯრა, მაგისტრის საფეხურზე - 2, ხოლო PH.D საფეხურზე - 4 უჯრა.

  16. სტრუქტურის საფეხურის გამოტოვების შემთხვევაში წევრმა უნდა დაწეროს ახსნა განმარტების ბარათი.

  17. წევრი ვერ გამოტოვებს იგივე შინაარსის დავალებას, რომელიც წინა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) გამოტოვა. ამის შესახებ გამგეობა გასცემს შესაბამის თანხმობას - ეძლევა თუ არა წევრს გამოტოვების უფლება.

  18. თუ ადამიანი სრულად 3 თვის განმავლობაში არ ითვისებს კუთვნილ სტატუს (კონსულტატი, ასისტენტი, კოორდინატორი) მისი სტატუსი ვერ აიწევს მაღლა მანამ სანამ წევრი სრულად 3 თვის განმავლობასი არ იმუშავებს შესაბამისი სტატუსით.

  19. ადამიანი ვერ დატოვებს ბლოკს (ხარისხს - ბაკალავრიატის, მაგისტატურის საფეხურს) თუ მან ამ ბლოკისთვის (ფერისთვის) განსაზღვრული სტატუსი სრულად არ შეასრულა მინიმუმ 1 დაჯამების პერიოდში (3 თვეში).

  20. სრულად ითვლება შესრულებული სტატუსი თუ მას აქვს აღნიშნული სტატუსით 3 თვის მუშაობის სრული გამოცდილება.

  21. სტატუსი წევრი - ენიჭება ადამიანს იმ შემთხვევაშიც თუ მან ვერ დააგროვა მინიმუმ უკვე მისთვის მინიჭებული სტატუსის შესაბამისი რიკები სტრუქტურიდან.

  22. სტატუსის მინიჭების შემდეგ, თუ წევრს რჩება ნაშთი- ქულა, მას ენახება ის მომდევნო დაჯამებისთვის.

სტრუქტურა 4.jpg
სტრუქტურა 3.jpg
სტრუქტურა 2.jpg
სტრუქტურა 1.jpg
bottom of page