PARTNERSHIP FOR INNOVATIVE ENTREPRENEURIAL EDUCATION

პროექტის მიზანია: კონსორციუმის ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ახალგაზრდულ საქმიანობაში ინოვაციური სამეწარმეო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება და მათი დასაქმების შესაძლებლობების ზრდა.
პროგრამის ამოცანები:
-
ინოვაციური სახელმძღვანელოს შექმნა ახალგაზრდული მუშაკებისთვის, რომელიც ხელი შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მეწარმეობაში ჩართვას და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.
-
ხელი შეუწყოს კონსორციუმის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ინოვაციური მუშაობის ჩამოყალიბებისთვის.
-
ხელი შეუწყოს მეწარმეობასა და მენტორინგზე საგანმანათლებლო მასალების და დოკუმენტების გარცელებას.
-
ახალგაზრდული მუშაკების მენტორებად ჩამოყალიბება.




პროექტის პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენს: სომხეთი, ესტონეთი, იტალია, საქართველო.
პროექტის ეტაპები:
-
პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შეხვედრა, პროეტის სამოქმედო გეგმისა და აქტივობების გასაწერად (არმავირი, სომხეთი).
-
ორგანიზაციების ონლაინ პორტალის შექმნა ახალგაზრდებში განათლების, მეწარმეობის, დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის.
-
სემინარი "ინოვაცია ხარისხიანი ახალგაზრდული მუშაობისთვის„ (ესტონეთი, ტარტუ)
-
”ახალგაზრდული მუშაკები, როგორც მენტორები მეწარმეობის განვითარებისათვის“ (არმავირი, სომხეთი)
-
RICDOG-ის კორპორატული სტრუქტურისა და სისტემის გაცნობა. (ქუთაისი, საქართველო)
-
პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა (იტალია).