Research-Intellectual Club "Dialogue of Generations"
Be Active Always and Everywhere!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
PCPP
პროექტი „Small Business Skills Workshop & Internship Program“ (მცირე ბიზნესისთვის საჭირო უნარ–ჩვევებზე ვორქშოპი და სტაჟირების პროგრამა) დაფინანსებულია აშშ–ს მშვიდობის კორპუსის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში (PCPP). პროექტი მოიცავს მეწარმეობასა და მცირე ბიზნესისთვის საჭირო უნარ–ჩვევებზე ტრენინგ კურსს; ასევე, სტაჟირების პროგრამას. პროექტი შედგება ორი ეტაპისგან:
-
პირველი ეტაპი, RICDOG–ის მიერ გამოკვლევის წარმოება თუ რა უნარ–ჩვევის გამომუშავება სჭირდება პროექტში ჩართულ ახალაგაზრდებს სამომავლოდ ბიზნესის წარმოებისთვის ან მეწარმეობისთვის და მასზე დაყრდნობით ვორშოპების შედგენა. ვორშოპები ფოკუსირებული იქნება მეწარმეობისთვის და მცირე ბიზნესის ამუშავებისთვის საჭირო და მორგებულ ბადის შესწავლაზე, როგორიც არის პროფესიონალიზმი, ფულის მენეჯმენტი, მიზანი გარემოში, ბიზნესს გეგმა და ა.შ.
-
მეორე ეტაპი პროექტისა მოიცავს ორ თვიან სტაჟირებას ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესში. თითო მონაწილე გადანაწილდება თითო ბიზნეს დაწესებულებაში. ჯამში პროექტში ჩართულია 10 ბიზნეს კომპანია. პროექტში ჩართული ადგილობრივი ბიზნესი RICDOG-თან ერთად მოამზადებს სპეციალურ სამუშაო აღწერილობას სტაჟიორისთვის, რომ წარმატებით დაგეგმონ სტაჟირების პერიოდი და იგი იყოს მიზანზე ორიენტირებული. პროექტში ჩართული ბიზნესი სტაჟიორს გაუწევს სუპერვაიზერობას და RICDOG–ს მონაწილეზე დაუბრუნებს უკუკავშირს თუ რამდენად ასრულებს წინასწარ გაწერილ სამუშაო აღწერილობასა და რამდენად ვითარდება იგი.
-
პროექტის ფარგლებში ორი ეტაპის შემოტანა და მათი კომბინაცია ერთობლივად მონაწილეს აძლევს საშუალებას შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში და რეალურად დაინახოს თუ როგორ იმართება რეალური ბიზნესი რეალობაში. ასევე, პრაქტიკის განმავლობაში შეიძინოს ახალი ცოდნა, რომელსაც უკვე მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიყენებს რეალურ ცხოვრებაში.
RICDOG არის პარტნიორი აშშ მშვიდობის კორპუსისა და მათ სწამთ, რომ მეტი წარმატებული პატარა ბიზნესის შექმნა და მეწარმეობის დიდი კულტურის ჩამოყალიბება საქართველოსთვის არის ეკონომიკური განვითარების კრეატიული გზა.