RICDOG Game
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" უკვე რამდენიმე წელია გვანებივრებს RICDOG Game-ებით, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე.
RICDOG Game შეხვედრა ყოველ კვირას ტარდება.
პროგრამის მიზანია: ქუთაისში ალტერნატიული სივრცის შექმნა ახალგაზრდებისთვის და რაც მთავარია გაატარონ დრო ნაყოფიერად, მხიარულ და პოზიტიურ გარემოში, გაიღრმაონ ფანტაზიისა და კრეატიულობის უნარი.



