Research-Intellectual Club "Dialogue of Generations"
Be Active Always and Everywhere!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
RICDOG საუკეთესო წევრები
თეიმურაზ ჯიმშელეიშვილი
2022
მარიამ ჟორჟოლიანი
2021
შალვა ჯინჭარაძე
2020
დეა ეზუგბაია
2019
ქრისტინე ჩიხლაძე
2018
ირაკლი თევზაძე
2016
თაკო ხელაძე
2014
მონიკა დოღონაძე
2014
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" თავმჯდომარე მთელი წლის მანძილზე ასახელებს თვის საუკეთესო წევრს. დეკემბერში წლის მანძილზე ნომინირებული წევრებიდან დამფუძნებლები ირჩევენ წლის საუკეთესო წევრს, რომელიც საქველმოქმედო ღონისძიებაზე “ის მაინც არსებობს” სახელდება.
წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოება წინასწარ შერჩეულ თარიღში იმართება, რომელიც 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
-
წლის საუკეთესო წევრის გამოცხადება;
-
RICDOG წევრების სიტყვით გამოსვლა;
-
ვარსკვლავის გახსნა;
-
ტორტის გაჭრა.
დეტალური აღწერა:
-
სივრცე, სადაც წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოება ტარდება, საზეიმოდ ეწყობა. წლის საუკეთესო წევრი სივრცეს ცერემონიალის დაწყებამდე არ ნახულობს;
-
RICDOG თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე იწვევს წლის საუკეთესო წევრს, სიტყვით გამოდის და გადასცემს მას საიდუმლო წერილს. წერილში მოცემულია სპეციალური დავალება, რომელიც მომავალი წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოების ცერემონიალზე უნდა ჩაბარდეს.
-
სიტყვით გამოდის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”-ს გენერალური მდივანი, რომელიც წლის საუკეთესო წევრს სპეციალურად დამზადებულ კალამს გადასცემს. კალამზე წლის საუკეთესო წევრის სახელი და გვარია დატანილი.
-
RICDOG წევრები, რომლებიც წლის მანძილზე თანამშრომლობდნენ/მუშაობდნენ წლის საუკეთესო წევრთან სიტყვით გამოდიან და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ მას.
-
განვლილი წლის საუკეთესო წევრი გამოდის სიტყვით, ერთი წლით ადრე დამფუძნებლისგან მიღებულ სპეციალურ დავალებას აბარებს და წლის საუკეთესო წევრს გულსაბნევს გადასცემს. (გულსაბნევი პირველ წლის საუკეთესო წევრს დამფუძნებლისგან გადაეცა. ის წლიდან-წლამდე ახალ წლის საუკეთესო წევრს გადაეცემა.)
-
ტრადიციის მიხედვით ხდება წლის საუკეთესო წევრის ვარსკვლავის გახსნა და სერტიფიკატის გადაცემა. წლის საუკეთესო წევრი წითელი საღებავით თითის ანაბეჭდს ტოვებს სერტიფიკატზე.
-
წლის საუკეთესო წევრი ჭრის ტორტს. ცერემონიალზე მყოფი თითოეული ადამიანი ტორტის ერთ ლუკმას აჭმევს წლის საუკეთესო წევრს და უსურვებს კონკრეტულ სურვილს.
-
წლის საუკეთესო წევრის დაჯილდოების ონლაინ ტრასლირება ხდება სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დილოგი”-ს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.